ჩვენ 76-ე საჯარო სკოლაში ( დირექტორი - ნათია სებისკვერაძე ) საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეების მიერ ტრადიციული ცეკვები. გულიკო ზუმბაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მოგესალმებით. ჩვენი ბლოგი მივუძღვენით თანატოლების უფლებებს. ბლოგში განვიხილავთ "ბავშვთა უფლებების კონვენციის" 30-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფები, ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კულტურით, რელიგიით და მშობლიური ენით.76-ე საჯარო სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლე. ჩვენ ამ ბლოგის დახმარებით ვცდილობთ გავიზიაროთ მათი პრობლემები და შევიმუშავოთ გადაჭრის გზები.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий