Показаны сообщения с ярлыком ტოლერანტობა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ტოლერანტობა. Показать все сообщения

воскресенье, 4 января 2015 г.

საახალწლო კონცერტი ჩვენ მრავალეროვან სკოლაში

ჩვენ  76-ე საჯარო სკოლაში ( დირექტორი - ნათია სებისკვერაძე ) საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეების მიერ ტრადიციული ცეკვები. გულიკო ზუმბაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 












воскресенье, 30 ноября 2014 г.

ტოლერანტული თაობა

    ამ პოსტში ვისაუბრებთ ბავშვთა  უფლებსა და მოვალეობებზე. კერძოდ ტოლერანტობაზე, რადგან  ჩვენ თუ არ გავიაზრეთ  რა არის ტოლერანტობა, ვერ  ვისწავლით სხვა ეროვნების პატივისცემას. ჩვენ ხომ მართმადიდებლები ვართ  და ათი მცნება მოგვიწოდებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
 
       რა არის ტოლერანტობა?

ტოლერანტობა - ლათინური სიტყვაა( tolerans (tolerantis) მომთმენი, შემწყნარებელ).ეს არის სხვისი აზრების, რწმენის შემწყნარებლობა.ეს არის ადამიანის  შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა და ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს  შეეძლოთ არა ძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასისა  და რელიგიის მქონე ადამიანებთან  ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
     ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია, ის იჩენს სხვების მიმართ შემწყნარებლობას, თანაგრძობას და სამყაროს მრავალფეროვნებას თანასწორად აღიქვამს.
     ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა ჩვენ გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი,  ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია…
    ტოლერანტობაზე საუბარი გვინდა დავამთავროთ პატრიარქის ქადაგებით:"შემწყნარებლობა, ტოლერანტობა -  ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით რომ, 26 საუკუნეა ებრალები უკვე ჩვენთან არიან, ასევე მუსლიმანები და სხვა რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიყწნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას. ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში."

 

среда, 26 ноября 2014 г.

ჩვენი მრავალეროვანი კლასის ცხოვრებიდან...

    VIII კლასში 30 მოსწავლეა. ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს: რუსი,სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, ქისტი. გამოვირჩევით მრავალეთნიკური შემადგენლობითა და ტოლერანტული დამოკიდებულებით.
    ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ხათუნა ყარყარაშვილი, ხშირად მართავს დისკუსიებს, ატარებს გასვლით ღონისძიებებს.რის შედეგადაც ყველა ერთად ვეცნობით საქართველოს კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს. ეს ხელს უწყობს მრავალეროვან კლასში ბავშვთა შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. 
   ყოველივე ამის მიუხედავად, პერიოდულად თავს იჩენს გარკვეული პრობლემა. მაგალითად, ჩვენს კლასში შემოვიდა სხვა რელიგიისა და რწმენის მოსწავლე. გოგონა, რომელიც იყო თავისი კულტირისა და ტრადიციის მიმდევარი. ის მუდმივად დადიოდა თავშალითა და გრძელი კაბით (ეროვნული სამოსლით). მისთვის მიუღებელი იყო ბიჭებთან მეგობრობა. გამოიკვეთა ტრადიციული შეუთანხმებლობა. ბიჭს არ უნდა შეეხედა, გოგონა თავშალს არ უნდა შეხებოდა, თმა არ უნდა გამოსჩენოდა... 
    მას უჭირდა კონტაქტი, ვგრძნობდით რომ იყო ჩაკეტილი, ჰქონდა თითქოს საკუთარი მიკროსამყარო და არ სურდა იქიდან გამოსვლა. ამ პრობლემას ქმნიდა ენობრივი ბარიერი, მაგრამ სხვა ეროვნების ბავშვებისგან განსხვავებით ის არ ცდილობდა ქართული ენის სწავლას და ჩვენი კულტურის გაცნობას.
   გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს. მშობლების გადაწყვეტილებამ ჩვენ გაგვაოგნა, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქვეყანა ვითარდება და ხალხი მისდევს თანამედროვე ცხოვრების რიტმს, დაუშვებელია რომ ასეთი ტრადიციების მიმდევარი ბავშვი არ ეცნობოდეს ცივილიზაციას, არ ცდილობდეს განვითარებას და ამაში ხელს არ უწყობდეს მშობელი. 30-ე მუხლის თანახმად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, მაგრამ,  ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის ქართული ენის შესწავლა.
   რადგან სკოლა არის მრავალეთნიკური გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ანკეტირებისა და გამოკითხვის სახით, რაზეც გესაუბრებით მოგვიანებით.