მოგესალმებით. ჩვენი ბლოგი მივუძღვენით თანატოლების უფლებებს. ბლოგში განვიხილავთ "ბავშვთა უფლებების კონვენციის" 30-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფები, ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კულტურით, რელიგიით და მშობლიური ენით.76-ე საჯარო სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლე. ჩვენ ამ ბლოგის დახმარებით ვცდილობთ გავიზიაროთ მათი პრობლემები და შევიმუშავოთ გადაჭრის გზები.
Показаны сообщения с ярлыком ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს. Показать все сообщения
среда, 14 января 2015 г.
воскресенье, 4 января 2015 г.
საახალწლო კონცერტი ჩვენ მრავალეროვან სკოლაში
ჩვენ 76-ე საჯარო სკოლაში ( დირექტორი - ნათია სებისკვერაძე ) საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეების მიერ ტრადიციული ცეკვები. გულიკო ზუმბაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

воскресенье, 30 ноября 2014 г.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავი
2014 წლის ნოემბეში საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნა ბავშვთა უფლებების კონვენციის 25-ე წლისთავი.

25 წლის წინ მსოფლიომ აიღო ვალდებულება ყველა ბავშვის წინაშე, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა ბავშვის უფლებათა დაცვის მიზნით. ბავშვის უფლებათა კონვენცია გვთავაზობს მსოფლიოს ისეთ ხედვას, სადაც ყველა ბავშვი ცოცხლობს და ვითარდება დისკრიმინაციის გარეშე, სრულფასოვნად. ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო. მიიღოს განათლება, რომელიც უნდა იყოს მიმართული მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებისკენ. ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობისა და ექსპლუატაციისგან.
ამ უფლებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობებს. მაგრამ ყველანი ვალდებულნი ვართ დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ამ უფლებების განხორციელებას, კონვენციის პუნქტები რეალობად უნდა იქცეს ყველა ბავშვისთვის ყველა ქვეყანაში.
ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ თანატოლების უფლებები, მიუხედავად მათი განსხვავებული ერის, რასის და რელიგიის.

ტოლერანტული თაობა
ამ პოსტში ვისაუბრებთ ბავშვთა უფლებსა და მოვალეობებზე. კერძოდ ტოლერანტობაზე, რადგან ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რა არის ტოლერანტობა, ვერ ვისწავლით სხვა ეროვნების პატივისცემას. ჩვენ ხომ მართმადიდებლები ვართ და ათი მცნება მოგვიწოდებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

რა არის ტოლერანტობა?
ტოლერანტობა - ლათინური სიტყვაა( tolerans (tolerantis) მომთმენი, შემწყნარებელ).ეს არის სხვისი აზრების, რწმენის შემწყნარებლობა.ეს არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა და ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არა ძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია, ის იჩენს სხვების მიმართ შემწყნარებლობას, თანაგრძობას და სამყაროს მრავალფეროვნებას თანასწორად აღიქვამს.
ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა ჩვენ გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი, ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია…
ტოლერანტობაზე საუბარი გვინდა დავამთავროთ პატრიარქის ქადაგებით:"შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით რომ, 26 საუკუნეა ებრალები უკვე ჩვენთან არიან, ასევე მუსლიმანები და სხვა რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიყწნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას. ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში."

пятница, 28 ноября 2014 г.
ეთნიკური უმცირესობები გრძნობენ თავს საქართველოს მოქალაქედ...
ერთ-ერთ საიტზე (დააკლიკეთ სურათს) წავიკითხეთ სტატია "ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოქალაქედ ვერ გრძნობენ თავს". ამ საკითხის შესახებ გვინდა გამოვთქვათ საკუთარი აზრი.ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტის აზრს, რომ ნეგატიური დამოკიდებულებით ვერ მოვახდენთ ინტეგრაციას, ეს უფრო დიდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. რამდენი ქართველია სხვა ქვეყნებში, ისინიც ხომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ,რომ ეთნიკური უმცირესობები უნდა მივიღოთ საქათველოს მოქალაქეებად და არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი განსხვავებული მანერები.მათ უფლება აქვთ დაიცავან თავისი წესები და ტრადიციები.
ჩვენ არ ვეთანხმებთ დიანა კარტოზიას პოზიციას, რომ ბოშები და ქურთები საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობენ და არ არიან საქართველოს სრულფასოვანი წევრები. არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი ქცევები. ჩვენ ხომ ცივილიზებირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ერთად ვიზრდებით და სკოლაში ერთად ვსწავლობთ.
ჩვენ სკოლაში გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის არ გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ეთნიკური მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. ჩვენი აზრით ეს მისაღებია, რადგან ისინი აქ არიან გაზრდილები და მათ უნდა უყვარდეთ საქართველო!!!
ჩვენ ვიცავთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის ხალხთა უფლებებს!
მაშინ როდესაც ჩვენ სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვი ჩვენ ვმეგობრობთ და ხშირად სიხარულსა თუ დარდს ერთად ვიზიარებთ. ჩვენთვის ქართველებისთვის მიუღებელია ჩაგვრა. ჩვენ თანავუგრძნობთ და მათ გვერდში ვუდგავართ. ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს.

ბავშვთა კონვენცია. მუხლი 30
იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები ან პირები, რომელიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთება, არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე გამოიყენოს მშობლიური ენა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)