Показаны сообщения с ярлыком პრობლემა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პრობლემა. Показать все сообщения

пятница, 28 ноября 2014 г.

ჩვენი სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმატებული მოსწავლეები

  76-ე საჯარო სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები, რომელნიც სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებებში.
  2014-2015 სასწავლო წელს კინგსის მიერ ჩატარებულ  ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით გადადიან ტურიდან ტურში შემდეგი მოსწავლეები:
  • მაჩკალოვი გარიკ (სომეხი)
  • ალიევი ანა (იეზიდი)
  • მუხამედოვი ემილია (თურქმენი)
  • შაფიევა ეგანა (აზერბაიჯანელი)
  შორენა გულიშევი აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ  ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში სახელწოდებით "ქართული  კალიგრაფია".
 სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლე ალოიანი დათო,
  სკოლასთან არსებულ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ "მურჯის" სოლისტები არიან ალოიანი ზოია, აჯამიანი ლია, ალიევი ანა.




ეთნიკური უმცირესობები გრძნობენ თავს საქართველოს მოქალაქედ...


ეთნიკური უმცირესობები თავს საქართველოს მოქალაქეებად ვერ გრძნობენ       ერთ-ერთ საიტზე (დააკლიკეთ სურათს) წავიკითხეთ  სტატია "ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოქალაქედ ვერ  გრძნობენ თავს". ამ  საკითხის შესახებ გვინდა გამოვთქვათ საკუთარი აზრი.
      ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტის აზრს, რომ ნეგატიური დამოკიდებულებით ვერ მოვახდენთ  ინტეგრაციას, ეს უფრო დიდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. რამდენი ქართველია სხვა ქვეყნებში, ისინიც ხომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ,რომ ეთნიკური უმცირესობები უნდა მივიღოთ საქათველოს მოქალაქეებად და არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი განსხვავებული მანერები.მათ უფლება აქვთ დაიცავან  თავისი წესები და ტრადიციები.
     ჩვენ არ ვეთანხმებთ დიანა კარტოზიას პოზიციას, რომ ბოშები და ქურთები  საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობენ და არ არიან საქართველოს სრულფასოვანი წევრები. არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი ქცევები. ჩვენ ხომ ცივილიზებირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ერთად ვიზრდებით  და სკოლაში ერთად ვსწავლობთ.
        ჩვენ სკოლაში გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ  ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის არ გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ეთნიკური მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. ჩვენი აზრით ეს მისაღებია, რადგან ისინი აქ არიან გაზრდილები და მათ უნდა უყვარდეთ საქართველო!!!

среда, 26 ноября 2014 г.

ჩვენი მრავალეროვანი კლასის ცხოვრებიდან...

    VIII კლასში 30 მოსწავლეა. ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს: რუსი,სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, ქისტი. გამოვირჩევით მრავალეთნიკური შემადგენლობითა და ტოლერანტული დამოკიდებულებით.
    ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ხათუნა ყარყარაშვილი, ხშირად მართავს დისკუსიებს, ატარებს გასვლით ღონისძიებებს.რის შედეგადაც ყველა ერთად ვეცნობით საქართველოს კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს. ეს ხელს უწყობს მრავალეროვან კლასში ბავშვთა შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. 
   ყოველივე ამის მიუხედავად, პერიოდულად თავს იჩენს გარკვეული პრობლემა. მაგალითად, ჩვენს კლასში შემოვიდა სხვა რელიგიისა და რწმენის მოსწავლე. გოგონა, რომელიც იყო თავისი კულტირისა და ტრადიციის მიმდევარი. ის მუდმივად დადიოდა თავშალითა და გრძელი კაბით (ეროვნული სამოსლით). მისთვის მიუღებელი იყო ბიჭებთან მეგობრობა. გამოიკვეთა ტრადიციული შეუთანხმებლობა. ბიჭს არ უნდა შეეხედა, გოგონა თავშალს არ უნდა შეხებოდა, თმა არ უნდა გამოსჩენოდა... 
    მას უჭირდა კონტაქტი, ვგრძნობდით რომ იყო ჩაკეტილი, ჰქონდა თითქოს საკუთარი მიკროსამყარო და არ სურდა იქიდან გამოსვლა. ამ პრობლემას ქმნიდა ენობრივი ბარიერი, მაგრამ სხვა ეროვნების ბავშვებისგან განსხვავებით ის არ ცდილობდა ქართული ენის სწავლას და ჩვენი კულტურის გაცნობას.
   გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს. მშობლების გადაწყვეტილებამ ჩვენ გაგვაოგნა, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქვეყანა ვითარდება და ხალხი მისდევს თანამედროვე ცხოვრების რიტმს, დაუშვებელია რომ ასეთი ტრადიციების მიმდევარი ბავშვი არ ეცნობოდეს ცივილიზაციას, არ ცდილობდეს განვითარებას და ამაში ხელს არ უწყობდეს მშობელი. 30-ე მუხლის თანახმად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, მაგრამ,  ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის ქართული ენის შესწავლა.
   რადგან სკოლა არის მრავალეთნიკური გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ანკეტირებისა და გამოკითხვის სახით, რაზეც გესაუბრებით მოგვიანებით.