კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის, ემპათიის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. კონფერენციაზე მოსწავლეები მოხსენებებით წარსდგნენ და თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ბლოგების კონკურსში „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსებში „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებული 73 მოსწავლის დაჯილდოება. აუდიტორიამ აღნიშნულ კონკურსებში I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეების მოხსენებებიც მოისმინა.
Комментариев нет:
Отправить комментарий