VIII კლასში 30 მოსწავლეა. ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს: რუსი,სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, ქისტი. გამოვირჩევით მრავალეთნიკური შემადგენლობითა და ტოლერანტული დამოკიდებულებით.
ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ხათუნა ყარყარაშვილი, ხშირად მართავს დისკუსიებს, ატარებს გასვლით ღონისძიებებს.რის შედეგადაც ყველა ერთად ვეცნობით საქართველოს კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს. ეს ხელს უწყობს მრავალეროვან კლასში ბავშვთა შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.
ყოველივე ამის მიუხედავად, პერიოდულად თავს იჩენს გარკვეული პრობლემა. მაგალითად, ჩვენს კლასში შემოვიდა სხვა რელიგიისა და რწმენის მოსწავლე. გოგონა, რომელიც იყო თავისი კულტირისა და ტრადიციის მიმდევარი. ის მუდმივად დადიოდა თავშალითა და გრძელი კაბით (ეროვნული სამოსლით). მისთვის მიუღებელი იყო ბიჭებთან მეგობრობა. გამოიკვეთა ტრადიციული შეუთანხმებლობა. ბიჭს არ უნდა შეეხედა, გოგონა თავშალს არ უნდა შეხებოდა, თმა არ უნდა გამოსჩენოდა...
მას უჭირდა კონტაქტი, ვგრძნობდით რომ იყო ჩაკეტილი, ჰქონდა თითქოს საკუთარი მიკროსამყარო და არ სურდა იქიდან გამოსვლა. ამ პრობლემას ქმნიდა ენობრივი ბარიერი, მაგრამ სხვა ეროვნების ბავშვებისგან განსხვავებით ის არ ცდილობდა ქართული ენის სწავლას და ჩვენი კულტურის გაცნობას.
გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს. მშობლების გადაწყვეტილებამ ჩვენ გაგვაოგნა, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქვეყანა ვითარდება და ხალხი მისდევს თანამედროვე ცხოვრების რიტმს, დაუშვებელია რომ ასეთი ტრადიციების მიმდევარი ბავშვი არ ეცნობოდეს ცივილიზაციას, არ ცდილობდეს განვითარებას და ამაში ხელს არ უწყობდეს მშობელი. 30-ე მუხლის თანახმად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, მაგრამ, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის ქართული ენის შესწავლა.
რადგან სკოლა არის მრავალეთნიკური გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ანკეტირებისა და გამოკითხვის სახით, რაზეც გესაუბრებით მოგვიანებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий