ერთ-ერთ საიტზე (დააკლიკეთ სურათს) წავიკითხეთ სტატია "ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოქალაქედ ვერ გრძნობენ თავს". ამ საკითხის შესახებ გვინდა გამოვთქვათ საკუთარი აზრი.
ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტის აზრს, რომ ნეგატიური დამოკიდებულებით ვერ მოვახდენთ ინტეგრაციას, ეს უფრო დიდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. რამდენი ქართველია სხვა ქვეყნებში, ისინიც ხომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ,რომ ეთნიკური უმცირესობები უნდა მივიღოთ საქათველოს მოქალაქეებად და არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი განსხვავებული მანერები.მათ უფლება აქვთ დაიცავან თავისი წესები და ტრადიციები.
ჩვენ არ ვეთანხმებთ დიანა კარტოზიას პოზიციას, რომ ბოშები და ქურთები საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობენ და არ არიან საქართველოს სრულფასოვანი წევრები. არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი ქცევები. ჩვენ ხომ ცივილიზებირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ერთად ვიზრდებით და სკოლაში ერთად ვსწავლობთ.
ჩვენ სკოლაში გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის არ გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ეთნიკური მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. ჩვენი აზრით ეს მისაღებია, რადგან ისინი აქ არიან გაზრდილები და მათ უნდა უყვარდეთ საქართველო!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий