ამ პოსტში ვისაუბრებთ ბავშვთა უფლებსა და მოვალეობებზე. კერძოდ ტოლერანტობაზე, რადგან ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რა არის ტოლერანტობა, ვერ ვისწავლით სხვა ეროვნების პატივისცემას. ჩვენ ხომ მართმადიდებლები ვართ და ათი მცნება მოგვიწოდებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
რა არის ტოლერანტობა?
ტოლერანტობა - ლათინური სიტყვაა( tolerans (tolerantis) მომთმენი, შემწყნარებელ).ეს არის სხვისი აზრების, რწმენის შემწყნარებლობა.ეს არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა და ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არა ძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია, ის იჩენს სხვების მიმართ შემწყნარებლობას, თანაგრძობას და სამყაროს მრავალფეროვნებას თანასწორად აღიქვამს.
ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა ჩვენ გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი, ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია…
ტოლერანტობაზე საუბარი გვინდა დავამთავროთ პატრიარქის ქადაგებით:"შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით რომ, 26 საუკუნეა ებრალები უკვე ჩვენთან არიან, ასევე მუსლიმანები და სხვა რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიყწნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას. ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში."

Комментариев нет:
Отправить комментарий