воскресенье, 30 ноября 2014 г.

ბავშვთა უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავი

    2014 წლის ნოემბეში საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნა ბავშვთა უფლებების კონვენციის 25-ე წლისთავი.















    25 წლის წინ მსოფლიომ აიღო ვალდებულება ყველა ბავშვის წინაშე, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა ბავშვის უფლებათა დაცვის მიზნით. ბავშვის უფლებათა კონვენცია გვთავაზობს მსოფლიოს ისეთ ხედვას, სადაც ყველა ბავშვი ცოცხლობს და ვითარდება  დისკრიმინაციის გარეშე, სრულფასოვნად. ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო. მიიღოს განათლება, რომელიც უნდა იყოს მიმართული მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებისკენ. ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობისა და ექსპლუატაციისგან.
   ამ უფლებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობებს. მაგრამ ყველანი ვალდებულნი ვართ დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ამ უფლებების განხორციელებას, კონვენციის პუნქტები რეალობად უნდა იქცეს ყველა ბავშვისთვის ყველა ქვეყანაში.   
    ჩვენ  ვალდებული ვართ დავიცვათ თანატოლების უფლებები, მიუხედავად მათი განსხვავებული ერის, რასის და რელიგიის. 

ტოლერანტული თაობა

    ამ პოსტში ვისაუბრებთ ბავშვთა  უფლებსა და მოვალეობებზე. კერძოდ ტოლერანტობაზე, რადგან  ჩვენ თუ არ გავიაზრეთ  რა არის ტოლერანტობა, ვერ  ვისწავლით სხვა ეროვნების პატივისცემას. ჩვენ ხომ მართმადიდებლები ვართ  და ათი მცნება მოგვიწოდებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
 
       რა არის ტოლერანტობა?

ტოლერანტობა - ლათინური სიტყვაა( tolerans (tolerantis) მომთმენი, შემწყნარებელ).ეს არის სხვისი აზრების, რწმენის შემწყნარებლობა.ეს არის ადამიანის  შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა და ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს  შეეძლოთ არა ძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასისა  და რელიგიის მქონე ადამიანებთან  ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
     ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია, ის იჩენს სხვების მიმართ შემწყნარებლობას, თანაგრძობას და სამყაროს მრავალფეროვნებას თანასწორად აღიქვამს.
     ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა ჩვენ გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი,  ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია…
    ტოლერანტობაზე საუბარი გვინდა დავამთავროთ პატრიარქის ქადაგებით:"შემწყნარებლობა, ტოლერანტობა -  ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით რომ, 26 საუკუნეა ებრალები უკვე ჩვენთან არიან, ასევე მუსლიმანები და სხვა რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიყწნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას. ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში."

 

საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა

              
         ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი ერთობაა, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავდება ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით.

                რა ხდება საქართველოში? (2000 წლის ივნისი)
  • ქართველები  70,1%
  • სომხები          8,1%
  • რუსები           6,3%
  • აზერბაიჯანელები 5,7%
  • ოსები              3,0%
  • აფხაზები        1,8%
  • სხვები             5,0%  
( წყარო: ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო "გზა უფლებებისაკენ")

საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის რუკა ( დააკლიკეთ)  ( წყარო: tolerantoba.ge)

пятница, 28 ноября 2014 г.

ჩვენი სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმატებული მოსწავლეები

  76-ე საჯარო სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები, რომელნიც სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებებში.
  2014-2015 სასწავლო წელს კინგსის მიერ ჩატარებულ  ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით გადადიან ტურიდან ტურში შემდეგი მოსწავლეები:
  • მაჩკალოვი გარიკ (სომეხი)
  • ალიევი ანა (იეზიდი)
  • მუხამედოვი ემილია (თურქმენი)
  • შაფიევა ეგანა (აზერბაიჯანელი)
  შორენა გულიშევი აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ  ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში სახელწოდებით "ქართული  კალიგრაფია".
 სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლე ალოიანი დათო,
  სკოლასთან არსებულ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ "მურჯის" სოლისტები არიან ალოიანი ზოია, აჯამიანი ლია, ალიევი ანა.




ეთნიკური უმცირესობები გრძნობენ თავს საქართველოს მოქალაქედ...


ეთნიკური უმცირესობები თავს საქართველოს მოქალაქეებად ვერ გრძნობენ       ერთ-ერთ საიტზე (დააკლიკეთ სურათს) წავიკითხეთ  სტატია "ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოქალაქედ ვერ  გრძნობენ თავს". ამ  საკითხის შესახებ გვინდა გამოვთქვათ საკუთარი აზრი.
      ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტის აზრს, რომ ნეგატიური დამოკიდებულებით ვერ მოვახდენთ  ინტეგრაციას, ეს უფრო დიდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. რამდენი ქართველია სხვა ქვეყნებში, ისინიც ხომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ,რომ ეთნიკური უმცირესობები უნდა მივიღოთ საქათველოს მოქალაქეებად და არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი განსხვავებული მანერები.მათ უფლება აქვთ დაიცავან  თავისი წესები და ტრადიციები.
     ჩვენ არ ვეთანხმებთ დიანა კარტოზიას პოზიციას, რომ ბოშები და ქურთები  საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობენ და არ არიან საქართველოს სრულფასოვანი წევრები. არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი ქცევები. ჩვენ ხომ ცივილიზებირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ერთად ვიზრდებით  და სკოლაში ერთად ვსწავლობთ.
        ჩვენ სკოლაში გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ  ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის არ გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ეთნიკური მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. ჩვენი აზრით ეს მისაღებია, რადგან ისინი აქ არიან გაზრდილები და მათ უნდა უყვარდეთ საქართველო!!!

ჩვენ ვიცავთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის ხალხთა უფლებებს!

             მაშინ როდესაც ჩვენ სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვი ჩვენ ვმეგობრობთ და ხშირად სიხარულსა თუ დარდს ერთად ვიზიარებთ. ჩვენთვის ქართველებისთვის მიუღებელია ჩაგვრა. ჩვენ თანავუგრძნობთ და მათ გვერდში ვუდგავართ. ჩვენ ვიცავთ  მათ უფლებებს.

                 ბავშვთა კონვენცია. მუხლი 30
    იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები ან პირები, რომელიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთება, არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე გამოიყენოს მშობლიური ენა.

სკოლაში ჩატარებული კვლევა

კვლევის საკითხი:
  სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვი. დავინტერესდით, რამდენად მრავალენოვანია ჩვენი სკოლა და რამდენად ხელსაყრელ გარემოს უქმნის 76-ე საჯარო  სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სხვადასხვა აქტივობებში ( კონკურსებში, ოლიმპიადებში...), გრძნობენ თუ  არა ისინი თავს დაცულად საქართველოში და რა პრობლემები აწუხებთ.
განხორციელების გზები:
შევადგინეთ ანკეტა, შევიმუშავეთ საკითხები და ჩავატარეთ გამოკითხვა, გავესაუბრეთ თანატოლებს.გამოვიყენეთ მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არსებული ჩვენი სკოლის მონაცემები.
კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ
   
       ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენი სკოლის ეთნიკური უმცირესობის თანატოლები თავს დაცულად გრძნობენ 76-ე საჯარო სკოლაში და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის  გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება.
პრობლემა:
   ძირითადი პრობლემა, რომელიც აისახა გამოკითხვის შედეგად ენობრივი ბარიერია. თანატოლებთან გასაუბრებისას დადგინდა, რომ უმცირესობით დასახლებულ რეგიონებიდან გადმოსული ბავშვების ქართული ენის ცოდნის დონე არის დაბალი,რაც ხელს უშლის ინტეგრაციაში. მათ უნდა კარგად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მათ დაეხმარებათ სკოლის დამთავრების შემდეგ სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

პრობლემის გადაჭრის გზები:
   გაეცნონ საქართველოს ისტორიას, შეისწავლონ ქართული კულტურა. იკითხონ ლიტერატურა ქართულ ენაზე, აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში. ეს ხელს შეუწყობს ენობრივი ბარიერის დაძლევაში, გახდებიან კომუნიკაბელურები და ამის შედეგად მოხდება საზოგადოებასთან სრული ინტეგრაცია.
     სკოლის დირექციამ  მოახდინა  ენობრივი ბარიერის მოგვარების მიზნით არაქართულენოვანი კლასების გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

четверг, 27 ноября 2014 г.

ანკეტა

კვლევისთვის შევიმუშავეთ ანკეტის ფორმა რომელითაც შევეცადეთ გაგვერკვია რა ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ ჩვენს სკოლაში და რა პრობლემები აქვთ მათ.

                                                                       ანკეტა

1.რა ეროვნების ხართ? _______________________________________

2.გრძნობთ  თუ  არა თავს დაცულად საქართველოში?
                            კი                         არა

3.ირღვევა  თუ  არა  საქართველოში  თქვენი  უფლებები?
                      კი                                     არა

4.გიშლით  თუ  არა  ხელს  განსხვავებული  რელიგია  თქვენს თვითდამკვიდრებაში?
                    კი                                      არა

5.რა  პრობლემები  გაწუხებთ?
  


6.რას  ნიშნავს  თქვენთვის  საქართველოში    ცხოვრება?



თანატოლების გამოკითხვა









среда, 26 ноября 2014 г.

ჩვენი მრავალეროვანი კლასის ცხოვრებიდან...

    VIII კლასში 30 მოსწავლეა. ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს: რუსი,სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, ქისტი. გამოვირჩევით მრავალეთნიკური შემადგენლობითა და ტოლერანტული დამოკიდებულებით.
    ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ხათუნა ყარყარაშვილი, ხშირად მართავს დისკუსიებს, ატარებს გასვლით ღონისძიებებს.რის შედეგადაც ყველა ერთად ვეცნობით საქართველოს კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს. ეს ხელს უწყობს მრავალეროვან კლასში ბავშვთა შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. 
   ყოველივე ამის მიუხედავად, პერიოდულად თავს იჩენს გარკვეული პრობლემა. მაგალითად, ჩვენს კლასში შემოვიდა სხვა რელიგიისა და რწმენის მოსწავლე. გოგონა, რომელიც იყო თავისი კულტირისა და ტრადიციის მიმდევარი. ის მუდმივად დადიოდა თავშალითა და გრძელი კაბით (ეროვნული სამოსლით). მისთვის მიუღებელი იყო ბიჭებთან მეგობრობა. გამოიკვეთა ტრადიციული შეუთანხმებლობა. ბიჭს არ უნდა შეეხედა, გოგონა თავშალს არ უნდა შეხებოდა, თმა არ უნდა გამოსჩენოდა... 
    მას უჭირდა კონტაქტი, ვგრძნობდით რომ იყო ჩაკეტილი, ჰქონდა თითქოს საკუთარი მიკროსამყარო და არ სურდა იქიდან გამოსვლა. ამ პრობლემას ქმნიდა ენობრივი ბარიერი, მაგრამ სხვა ეროვნების ბავშვებისგან განსხვავებით ის არ ცდილობდა ქართული ენის სწავლას და ჩვენი კულტურის გაცნობას.
   გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს. მშობლების გადაწყვეტილებამ ჩვენ გაგვაოგნა, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქვეყანა ვითარდება და ხალხი მისდევს თანამედროვე ცხოვრების რიტმს, დაუშვებელია რომ ასეთი ტრადიციების მიმდევარი ბავშვი არ ეცნობოდეს ცივილიზაციას, არ ცდილობდეს განვითარებას და ამაში ხელს არ უწყობდეს მშობელი. 30-ე მუხლის თანახმად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, მაგრამ,  ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის ქართული ენის შესწავლა.
   რადგან სკოლა არის მრავალეთნიკური გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ანკეტირებისა და გამოკითხვის სახით, რაზეც გესაუბრებით მოგვიანებით.

როგორ შეიქმნა ბავშვთა უფლებები

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა გაერო ანუ გაერთიანებული ენების ორგანიზაცია. მათი მიზანი მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დამკვიდრება იყო.
1948 წლის 10 დეკემბერს დაერომ მიიღო ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ამ დეკლარაციაში შესული იყო ადამიანების უფლებები, ასევე ბავშვების უფლებებიც მოიაზრებოდა. მოგვიანებით კი გაერო მივიდა იმ დადსკვნამდე, რომ ბავშვები განსაკუთრებული მზრუნვასა და დასცვას საჭიროებდა.
1950 წელს მომზადდა ბავშვების უფლებების პირველი დოკუმენტის პროექტი, რომელიც გაეროში შესულ სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის მოდა მისი მსჯელობა.
1959 წლის 20 ნოემბერს გაერომ მიიღო დეკლარაცია ბავშვის უფლებების შესახებ. მაგრამ ეს დეკლარაცია არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შემცველ დოკუმენტს, მაგრამ მისი უპირატესობა იყო ის რომ ის სახელმწიფოს რეკომენდაციას წარმოადგენდა, რომელითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ მომდევნო პოლიტიკურ შემუშავებისას.
1979 წელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდა ბავშვების წლად. ბავშვთა უფლებების დაცვით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა და მათი მიზანი იყო დეკლარაციას მიეღო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის სახე.
1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვების უფლებების კონვენცია.რის შემდეგაც თითქმის ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ბავშვების უფლებების კონვენციას. ხელის მოწერის შემდეგ სახელმწიფო ვალდებული გახდა დაეცვა ბავშვის უფლებები. მაგრამ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ქვეყნები სადაც ბავშვებს უსამართლოდ ექცევიან.

წყარო:   როლფ გოლობი, პიტერ  კრაფი  " ბავშვთა  უფლებები"

вторник, 25 ноября 2014 г.

ცოტა რამ უფლებების კონვენციაზე...

   დრესდღეობით  ბევრი ჩვენი თანატოლის  უფლებები ირღვევა. მათ ცოტა რამ იციან თავიანთი უფლებების შესახებ,ამიტომ გადავწყვიტეთ  გავაკეთოთ ბლოგი ბავშვების  უფლებებსა და მათ მოვალეობებზე.რათა შედარებით უკეთ გააცნობიერონ ჩვენმა თანატოლებმა უფლება-მოვალეობები.
არსებობს ბავშვთა უფლებების კონვენცია.ვფიქრობთ, რომ ამ კონვენციაზე უნდა გვქონდეს სრული ინფორმაცია,რათა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, რომ დავეხმაროთ თანატოლებს პრობლემების მოგვარებაში.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან  შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებსა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ  კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების
შესასრულებლად.