დრესდღეობით ბევრი ჩვენი თანატოლის უფლებები ირღვევა. მათ ცოტა რამ იციან თავიანთი უფლებების შესახებ,ამიტომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ბლოგი ბავშვების უფლებებსა და მათ მოვალეობებზე.რათა შედარებით უკეთ გააცნობიერონ ჩვენმა თანატოლებმა უფლება-მოვალეობები.
არსებობს ბავშვთა უფლებების კონვენცია.ვფიქრობთ, რომ ამ კონვენციაზე უნდა გვქონდეს სრული ინფორმაცია,რათა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, რომ დავეხმაროთ თანატოლებს პრობლემების მოგვარებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებსა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების
შესასრულებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий