კვლევის საკითხი:
სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვი. დავინტერესდით, რამდენად მრავალენოვანია ჩვენი სკოლა და რამდენად ხელსაყრელ გარემოს უქმნის 76-ე საჯარო სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სხვადასხვა აქტივობებში ( კონკურსებში, ოლიმპიადებში...), გრძნობენ თუ არა ისინი თავს დაცულად საქართველოში და რა პრობლემები აწუხებთ.
განხორციელების გზები:
შევადგინეთ ანკეტა, შევიმუშავეთ საკითხები და ჩავატარეთ გამოკითხვა, გავესაუბრეთ თანატოლებს.გამოვიყენეთ მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არსებული ჩვენი სკოლის მონაცემები.
კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომსკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვი. დავინტერესდით, რამდენად მრავალენოვანია ჩვენი სკოლა და რამდენად ხელსაყრელ გარემოს უქმნის 76-ე საჯარო სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სხვადასხვა აქტივობებში ( კონკურსებში, ოლიმპიადებში...), გრძნობენ თუ არა ისინი თავს დაცულად საქართველოში და რა პრობლემები აწუხებთ.
განხორციელების გზები:
შევადგინეთ ანკეტა, შევიმუშავეთ საკითხები და ჩავატარეთ გამოკითხვა, გავესაუბრეთ თანატოლებს.გამოვიყენეთ მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არსებული ჩვენი სკოლის მონაცემები.
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენი სკოლის ეთნიკური უმცირესობის თანატოლები თავს დაცულად გრძნობენ 76-ე საჯარო სკოლაში და მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ. გასაუბრების შედეგად დავადგინეთ,რომ ქართველ მოსწავლეებში დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ პოზიტიურია. არავის გამოუთქვავს ნეგატიური დამოკიდებულება.
პრობლემა:
ძირითადი პრობლემა, რომელიც აისახა გამოკითხვის შედეგად ენობრივი ბარიერია. თანატოლებთან გასაუბრებისას დადგინდა, რომ უმცირესობით დასახლებულ რეგიონებიდან გადმოსული ბავშვების ქართული ენის ცოდნის დონე არის დაბალი,რაც ხელს უშლის ინტეგრაციაში. მათ უნდა კარგად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მათ დაეხმარებათ სკოლის დამთავრების შემდეგ სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.
პრობლემის გადაჭრის გზები:
გაეცნონ საქართველოს ისტორიას, შეისწავლონ ქართული კულტურა. იკითხონ ლიტერატურა ქართულ ენაზე, აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში. ეს ხელს შეუწყობს ენობრივი ბარიერის დაძლევაში, გახდებიან კომუნიკაბელურები და ამის შედეგად მოხდება საზოგადოებასთან სრული ინტეგრაცია.
სკოლის დირექციამ მოახდინა ენობრივი ბარიერის მოგვარების მიზნით არაქართულენოვანი კლასების გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий